სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
12.12.2016
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შემუშავებულ იქნა სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ელექტრონული მოდული, რომელიც ითვალისწინებს სისტემაში ჩაშენებული ელექტრონული ველების საშუალებით სატენდერო დოკუმენტაციისთვის გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას. მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული მოდული დაინერგა ელექტრონული სისტემის სატესტო ვერსიაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მისი გაშვება იგეგმება 2017 წლის 15 იანვრისთვის.
გთხოვთ, გაეცნოთ ელექტრონული სისტემის სატესტო ვერსიაში განთავსებულ სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული სახით წარდგენის მოდულს და არა უგვიანეს 2016 წლის 19 დეკემბრისა გადმოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/შენიშვნები სააგენტოს ელ. ფოსტაზე (info@procurement.gov.ge).