სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
24.01.2017
  
 
შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
 
როგორც მოგეხსენებათ 2017 წლის პირველი კვარტლის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ A4 ფორმატის უმაღლესი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებულ ტენდერში ამა წლის 10 იანვარს გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდა „გიორგი კანდელაკი -ვესტა“, ხოლო A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებულ ტენდერში 20 იანვარს გამარჯვებულ მიმწოდებლად გამოვლინდა შპს „პენსან ჯორჯია“.
კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური გაცნობებთ იმ ცვლილების შესახებ, რომელიც განხორციელდა  2017 წლის სატენდერო დოკუმენტაციაში. A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების 1.4 პუნქტის შესაბამისად:
„შემსყიდველი ორგანიზაცია, რომლის  მიერ წლის განმავლობაში შესასყიდი საბეჭდი ქაღალდის რაოდენობა არ აღემატება 25 შეკვრას და ამასთან, მისი ფაქტობრივი მისამართი არ არის ქ. თბილისში ან ქ. ქუთაისში, უფლებამოსილია, სატენდერო კომისიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე საბეჭდი ქაღალდი შეისყიდოს რომელიმე სხვა მიმწოდებლისაგან, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით. სხვა მიმწოდებლისგან საბეჭდი ქაღალდის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
სხვა არაგამარჯვებული მიმწოდებლისგან A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის შესყიდვის თანხმობის მიღების მიზნით, აუცილებელია ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა CTD.SPA.GE მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით, „ნებართვის“ მოდულში წარმოადგინოს განაცხადი „საბეჭდი ქაღალდის შესყიდვა სხვა მიმწოდებლისგან, სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის პრინციპის გათვალისწინებით“. გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნული განაცხადის წარმოდგენისთვის აუცილებელია შეავსოთ მითითებული ყველა ველი. შეგახსენებთ, ნებართვის განაცხადზე პასუხს მიიღებთ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.
დამატებითი კითხვის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: paper2017@spa.gov.ge