სიახლეები/განცხადებები   შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
10.02.2015
   
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საოფისე ფართის რეაბილიტაცია
PP05/PMA-HED/CW/S/02
 
  1. 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით.
 
  1. საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს (“MCA-Georgia”) მეშვეობით გეგმავს არსებული დაფინანსებიდან გამოყოს თანხა  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საოფისე ფართის რეაბილიტაციისათვის. ოფისი მდებარეობს თბილისში, კოსტავას 5 ნომერში არსებული 4 სართულიანი შენობის მე-3 და მე-4 სართულებზე და მოიცავს 1033 კვადრატულ მეტრს.
 
  1. კომპანია შეირჩევა, ფასთა კვოტირების, შოპინგის  (Shopping) აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურების მეშვეობით. შესყიდვების პროცედურები შესაძლებელია იხილოთ მოცემულ ბმულზე.  http://www.mcc.gov/pages/business/guidelines    
  2. დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
           
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email:  procurement@mcageorgia.ge 
Cc: ktateshvili@mcageorgia.ge; nramishvili@mcageorgia.ge
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,
დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102
 
  1. 17 თებერვალს, 2:00 საათზე იგეგმება სარეაბილიტაციო ფართის ადგილზე დათვალიერება. დაინტერესებული პირები უნდა მოვიდნენ შემდეგ მისამართზე: კოსტავას 5, (4 სართულიანი შენობის წინ), თბილისი, საქართველო.
 
17 თებერვალს, 5:00 საათზე, მოცემულ მისამართზე გაიმართება წინასატენდერო შეხვედრა:
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მე-2 სართული, საკონფერენციო ოთახი,
დიმიტრი უზნაძის 52, 0102,
თბილისი საქართველო 
 
  1. ფასთა კვოტაციების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 23 თებერვალი დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4) მოცემულ მისამართზე:
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ათასწლეულის გამოქვევის ფონდი-საქართველო, მე-2 სართული, 223-ე ოთახი,
დიმიტრი უზნაძის 52, თბილისი, საქართველო, 0102
 
 ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.