სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლს 27 სექტემბრ
22.09.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლის ფარგლებში 2017 წლის 27 სექტემბერს, 11 საათზე გამართავს შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 26 სექტემბრამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.