სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლს 1 მარტიდან
23.02.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან ტრადიციული შეხვედრების ციკლის ფარგლებში 2017 წლის 1 მარტს, 11 საათზე გამართავს შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდება (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 27 თებერვლამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
მიმდინარე წლის, რიგით მეორე შეხვედრა 15 მარტს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.