სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძე ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა
28.09.2016
  
 
ლევან რაზმაძე ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა
 

2016 წლის 28 სექტემბერს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე ტანსაცმლის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებს შეხვდა. ბიზნესმენებთან რიგით მეთერთმეტე შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
როგორც ლევან რაზმაძემ განაცხადა, ბიზნესმენებთან შეხვედრები არის ნაყოფიერი და შედეგიანი. „ყველა ის საკითხი, რაც ბიზნესმენებმა დააყენეს წინა შეხვედრების დროს, იყო გათვალისწინებული და გამოსწორებული. ეს ეხებოდა საჯარიმო სანქციებს, თანხის გადახდის ვადებთან დაკავშირებულ საკითხებს, ახალ რეგულაციებს „თეთრი სიის“ წარმოების კუთხით.  ჩვენ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ უკვე იმ ბიზნესმენებს შევხდებით, რომლებთანაც ერთხელ უკვე გვქონდა შეხვედრა“, -განაცხადა ლევან რაზმაძემ.
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.
ბიზნესსფეროს წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ  მათთვის საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

შემდეგი, მეთორმეტე  შეხვედრა ჩატარდება 12 ოქტომბერს და მოწვეულები იქნებიან დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების  სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

IMG_5297.JPG