სიახლეები/განცხადებები   გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა
26.10.2016
  
 
2016 წლის 26 ოქტომბერს 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან მეცამეტე შეხვედრა გაიმართა.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებს შეხვდა.
„წინა, 12 შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესთან. მათ ქონდათ  შენიშვნები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ შენიშვნებიდან 90% მეტი გადაწყვეტილია. სახელმწიფო განუხრელად უდგას გვერდში ბიზნესს იმ საკითხების გადაწყვეტაში,  რაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროს ეხება“, - განაცხადა  ლევან რაზმაძემ. 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დეკემბერში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების თაობაზე ბიზნესმენებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც იქნება წარმოდგენილი ანგარიში მათ მიერ დაყენებულ საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით. 
ლევან რაზმაძის თქმით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე  სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემების ჩამონათვალი მინიმუმადე არ შემცირდება.
ბიზნესის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მოისმინეს ის სიახლეები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დაინერგა და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შემდეგი, მეთოთხმეტე შეხვედრა 9 ნოემბერს  ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სასტუმროების მომსახურების  სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

IMG_6461.JPG