სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძე სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა
09.11.2016
  
 
ლევან რაზმაძე სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სასტუმროების მომსახურების სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა. მეთოთხმეტე შეხვედრაზე ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დაინერგა.
„ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესმენებისთვის, ასევე ჩვენთვის, რათა გავითვალისწინოთ რა მიმართულებით არის დარჩენილი ხარვეზები გამოსასწორებელი. დღეს მეთოთხმეტე შეხვედრაა და ვაპირებთ გავარძელოთ  შეხვედრები, ვიდრე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ყველა პრობლემა არ იქნება მოგვარებული. სააგენტო ბიზნესმენების წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას. ჩვენ ვგეგმავთ ცლილებებს, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესის მდგომარეობას. დეკემბერში კი გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარმოვადგენთ ბიზნეს წრეებთან“,  - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა იმ არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრებს, რომელიც მათ აწუხებთ. აგრეთვე, წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და პრობლემები.
შემდეგი, მეთხუთმეტე შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.