სიახლეები/განცხადებები   ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა
22.11.2016
  
 
ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სადაზღვევო და საპენსიო მომსახურეობის სფეროში მიმწოდებლებს შეხვდა. რიგით მეთხუთმეტე შეხვედრაზე, სააგენტოს თავმჯდომარემ ბიზნესმენებს ის სიახლეები გააცნო, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ განახორციელა.
 „ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სწორი რეაგირება ყველა იმ შენიშვნაზე, რაც ბიზნესმენებს სახელმწიფო შესყიდვების კუთხით აქვთ, საჭიროების შემთხვევაში მივიღოთ ცვლილებები.  წლის ბოლოს, 21 დეკემბერს გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა ბიზნესმენებთან. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის დაპირება, რაც მათ მივეცით 100%-ით შესრულდა“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.
 
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
შემდეგი, მეთექვსმეტე შეხვედრა ჩატარდება 7 დეკემბერს და მოწვეულები იქნებიან გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების მიწოდების სფეროში არსებული კომპანიები.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.