სიახლეები/განცხადებები   გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში ოპერირებად მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა
07.12.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან  - გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სფეროში ოპერირებად მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა.
რიგით მეთექვსმეტე შეხვედრაზე მათ შესყიდვების სფეროში  განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა. 
აღნიშნული შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
21 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს, სადაც განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.