სიახლეები/განცხადებები   კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების აქტუალურ საკითხებზე სემინარი გაიმართა
06.06.2017
    
 
IMG_3453.JPG

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების აქტუალურ საკითხებზე 6 ივნისს, ევროკავშირის პროექტის ეგიდით, სემინარი გაიმართა. საერთაშორისო სემინარი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჩატარდა. სემინარზე განიხილეს კორუფციული გარიგებების რისკების შემცირების მეთოდები. წამყვანმა ევროპელმა ექსპერტებმა სახელმწიფო შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოების თანამშრომლებს გაუზიარეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და   კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური.
პროექტის მიზანია, DCFTA-ის დებულებების შესაბამისად, ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარება, გაძლიერება, ეკონომიკური წინსვლისა და მომხმარებელთა კეთილდღეობის ხელშეწყობა.