სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდება
07.03.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე 15 მარტს, 15 საათზე გამართავს შეხვედრას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებთან - ფარმაცევტული დარგის წრამომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8).
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 13 მარტის ჩათვლით დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე: mkarumidze@spa.ge
შეხვედრების მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ.  აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები. სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მათზე ადეკვატურ რეაგირებას.
მორიგი შეხვედრა 29 მარტს ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა ჩატარდა.