სიახლეები/განცხადებები   თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლების საყურადღებოდ!
26.01.2018
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიმართავს თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რათა მათ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში სააგენტოს წარმოუდგინონ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არის მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი თანახმად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-11 მუხლისა.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეახსენებს თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რომ ზემოაღნიშნული წესისა და პირობების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით მათ ეკისრებათ ვალდებულება, სააგენტოს ხუთი დღის ვადაში აცნობონ თეთრ სიაში დარეგისტრირებისას/რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისას წარდგენილი ინფორმაციის ცვლილების შესახებ. აღნიშნული ცვლილების შეუტყობინებლობა ან სააგენტოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფორმაციის დადგენილი წესით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შესაბამის მიმწოდებლებს ავტომატურად გაუუქმებს თეთრ სიაში რეგისტრაციას.