სიახლეები/განცხადებები   წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II
20.06.2014

1599

 

მოწვევა ინტერესის გამოსახატავად

(საკონსულტაციო მომსახურება - ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევა)

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II (WIMPII)

დავალების სახელწოდება: წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-თვის  (EIB) საერთაშორისო შესყიდვების კონსულტანტის შერჩევა

                                                        No: EIB/WIMPII/CS/IC/01

საქართველომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მსესხებელი“) ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ბანკი“)  მიიღო სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-სთვის (WIMPII). აღნიშნული ინტერესის გამოხატვის მოწვევა ეხება საერთაშორისო შესყიდვების კონსულტანტის შერჩევას.

კონსულტანტი შერჩეული იქნება შეზღუდული საერთაშორისო ტენდერის პროცედურის შესაბამისად.

პროექტი მიზნად ისახავს წყლის მომარაგების უწყვეტობის გაუმჯობესებას, წყალმომარაგების სისტემაში წყლის დანაკარაგების შემცირებას ბენეფიციარის - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) მიერ მომსახურებულ 28 ქალაქში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.

აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელი დახმარებაც მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა გაეწიოს წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების  სახელმძღვანელო მითითებებისა და პროცედურების შესაბამისად 28 ქალაქში სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტებისთვის შესყიდვებთან დაკავშრებული დოკუმენტაციის მოსამზადებლად, შესამოწმებლად და დასასრულებლად.

შესყიდვების კონსულტანტი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს მუნიციპალური განვითარების ფონდთან  ტექნიკური განხორციელების მხარდაჭერის კონტექსტში.  შესყიდვების კონსულტანტს შემდეგი ფუნქციები და პასუხისმგებლობები ეკისრება:

(i)        სატენდერო დოკუმენტაციის, ტენდერის შეფასების ანგარიშის და სამშენებლო სამუშაოებისათვის კონტრაქტების მონახაზის მომზადება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების  სახელმძღვანელო მითითებებისა და FIDIC შესაბამისად. 

(ii)      მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) პერონალის ტრეინინგი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების  სახელმძღვანელო მითითებებისა და FIDIC შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის სფეროში. პერსონალისათვის სხვადასხვა პრაქტიკული მაგალითების დემონსტრირება და მათთვის ინდივიდუალური დავალებების მიცემა მათ მიერ სატენდერო წინადადებების  დამოუკიდებლად შეფასებისთვის და ევროპის საინვესტიციო ბანკისთვის (EIB) დასამტკიცებლად წარსადგენი სატენდერო წინადადებების შეფასების ანგარიშის დამოუკიდებლად მოსამზადებლად.  

(iii)    შესყიდვების კონსულტანტი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. ყოველდღიურ საქმიანობაში კონსულტანტი შესყიდვების სამსახურის უფროსს დაექვემდებარება.

შესყიდვების კონსულტანტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ იქნება დაქირავებული, როგორც ინდივიდუალური კონსულტანტი სრული შტატით. სამუშაოს ვადა 4 თვეს შეადგენს.

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

(i)            მაგისტრის ან უფრო მაღალი ხარისხი შესაბამის ძირითად სფეროში (მაგ. საინჟინრო სფერო, სამართალი, შესყიდვები, ფინანსები, ბიზნესი, კომერცია ან საინფორმაციო ტექნოლოგიები). 

(ii)          ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

(iii)        საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში/პროგრამებში სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი 5 წლიანი გამოცდილებით შესყიდვებში. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებების პრაქტიკულ ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.   

(iv)        საერთაშორისო შესყიდვების, საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტების, დაპროექტების, საინჟინრო და  სამშენებლო საქმიანობების  ტექნიკური დეტალების სფეროში  უახლესი კონცეფციების, პრინციპებისა და პრაქტიკის ცოდნა  და სხვ.

(v)          FIDIC კონტრაქტების ფარგლებში სამუშაოების შესყიდვებში სპეციალიზირებული ცოდნა და მნიშნველოვანი სამუშაო გამოცდილება.

(vi)       პრობლემების გადაჭრისა და მოლაპარაკებების წარმოების დადასტურებული უნარები, ერთი მხრივ  პროექტის მიზნებსა და შესყიდვების მოთხოვნებს, ხოლო მეორე მხრივ კლიენტის საჭიროებებს შორის ბალანსის დასაცავად   რთული და სენსიტიური  საკითხების მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტის პროცესში.

მოკლე სიაში შეყვანილი კანდიდატების რაოდენობა

მიღებული განაცხადების საფუძველზე 4-დან 8 კანდიდატამდე იქნება მოწვეული აღნიშნული კონტრაქტისთვის დეტალური წინადადებების წარმოსადგენად. თუ შესარჩევი კრიტერიუმების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი კანდიდატების რიცხვი 4-ზე ნაკლებია, ხელშეკრულების გამფორმებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციამ შეიძლება ის კანდიდატები მოიწვიოს, ვინც სატენდერო წინადადების წარმოდგენის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.  

მოკლე-სიაში მოხვედრის კრიტერიუმები

კანდიდატის ტექნიკური შესაძლებლობები:

·         ზოგადი გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაოების მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება  შესაბამისი  აკადემიური განათლებითა და მომზადებით;

·         ადექვატურობა სამუშაოს შესასრულებლად: მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობაზე ანალოგიურ სამუშაოზე.

შესარჩევი კრიტერიუმები:

შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი CV-ების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. თითოეული ექსპერტი ორი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდება:  

(i)     პროექტთან დაკავშირებული გამოცდილება შესაბამისი განხორციელებული პროექტების რაოდენობის  (80%) საფუძველზე და

(ii)   გამოცდილება რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)(20%).

 

დაინტერესებულ ცალკეულ კონსულტანტებს  დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესყიდვების განყოფილებაში ქვემოთ მოყვანილ მისამართზე 10:00-დან 18:00 საათამდე.  ტელეფონი:  (+99532) 243 70 01, შიდა ნომერი 409, ქალბატონი ნატა პეიტრიშვილი,  შესყიდვების სპეციალისტი.

 

ინტერესის გამოხატვა CV-სთან უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მოყვანილ მისამართზე არა უგვიანეს  18:00  28 ივლისი, 2014 (თბილისის დრო).

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის

აღმასრულებელი დირექტორი ბატ. გიორგი სომხიშვილი
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი # 150,
ტელ.: +99532 2437001 ან/02/03/04

ფაქსი: +99532 2437077;

E-mail: procurement@mdf.org.ge