სიახლეები/განცხადებები   წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II
20.06.2014

1600

 

მოწვევა ინტერესის გამოსახატავად

(საკონსულტაციო მომსახურება - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა)

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II (WIMPII)

დავალების სახელწოდება: წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-თვის  (EIB) საერთაშორისო ტექნიკური დამხმარე კონსულტანტის შერჩევა

                                                       No: EIB/WIMPII/CS/IC/02

საქართველომ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მსესხებელი“) ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ბანკი“)  მიიღო სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-სთვის (WIMPII). აღნიშნული ინტერესის გამოხატვის მოწვევა ეხება საერთაშორისო ტექნიკური დამხმარე კონსულტანტის შერჩევას.

კონსულტანტი შერჩეული იქნება შეზღუდული საერთაშორისო ტენდერის პროცედურის შესაბამისად.

პროექტი მიზნად ისახავს წყლის მომარაგების უწყვეტობის გაუმჯობესებას, წყალმომარაგების სისტემაში წყლის დანაკარაგების შემცირებას ბენეფიციარის - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) მიერ მომსახურებულ 28 ქალაქში წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.

აღნიშნული კონტრაქტი ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომელი დახმარებაც მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა გაეწიოს წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების  სახელმძღვანელო მითითებებისა და პროცედურების შესაბამისად 28 ქალაქში სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტებისთვის შესყიდვებთან დაკავშრებული დოკუმენტაციის მოსამზადებლად, შესამოწმებლად და დასასრულებლად.

პირველადი დავალება ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მასშტაბის, დროის, ბიუჯეტისა და ხარისხის შესაბამისად. კონსულტანტის მოეთხოვება მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა და ხელშეწყობა.

ტექნიკური დამხმარე კონსულტანტი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების კონსულტანტთან წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტი II-ის ფარგლებში, მისი საქმიანობა უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს შემდეგით:  

·         ხელშეკრულების დამდები ორგანიზაციისათვის დამხარებას გაწევა სატენდერო წინადადებების შეფასებისას;

·         საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) მიერ დამსაქმებლისათვის და FIDIC Engineer/Supervisor-თვის დასამტკიცებლად  წარდგენილი  პროექტების შესწავლა;

·         პროექტის ციკლის განხორციელების ფაზასთან დაკავშირებული რისკის შეფასება;

·          მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების შეფასების განყოფილებისა და პროექტის მონიტორინგის განყოფილების მენეჯმენტის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა;

·         სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი კონსულტანტის მიერ  მშენებლობაზე განხორციელებული ზედამხედველობის ინსპექტირება და მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა/პროექტის მართვაში მხარდაჭერა.

მშენებლობაზე ზედამხედველობა გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო კონსულტანტის მიერ მომზადებული საწყისი და ყოველთვიური ანგარიშების შემოწმებასა და კომენტირებას, აგრეთვე კვარტალურ ინსპექტირებას ადგილზე.  

ტექნიკური დამხმარე კონსულტანტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებული იქნება, როგორც ინდივიდუალური კონსულტანტი საჭირო პერიოდულობით. კონტრაქტის სავარაუდო  ვადა 24 თვეს შეადგენს.

კონსულტანტი დეტალური პროექტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლას, აგრეთვე ანგარიშების მომზადებას განახორციელებს თავისი მუდმივი ოფისიდან და საველე სამუშაოების დროს. დავალებაში დაგეგმილია 9 ადგილზე ვიზიტი (დავალების დასაწყისში და ყოველი კვარტლის ბოლოს).

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

(i)           მაგისტრის ან უფრო მაღალი ხარისხი შესაბამის ძირითად სფეროში (მაგ. მშენებლობა, წყალმომარაგება, ჰიდრავლიკა). 

(ii)         ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

(iii)       საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში/პროგრამებში სამუშაო გამოცდილება, შესაბამისი 5 წლიანი გამოცდილებით შესყიდვებში. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესყიდვების სახელმძღვანელო მითითებების პრაქტიკულ ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.   

(iv)       საერთაშორისო შესყიდვების, საკონსულტაციო მომსახურების კონტრაქტების, FIDIC-ის პრინციპების შესაბამისად დაპროექტების, საინჟინრო და  სამშენებლო საქმიანობების  ტექნიკური დეტალების სფეროში  უახლესი კონცეფციების, პრინციპებისა და პრაქტიკის ცოდნა  და სხვ.

(v)         მაშტაბური პროექტების განხორციელებისას პროფესიონალთა გუნდის მართვის გამოცდილება.

მოკლე სიაში შეყვანილი კანდიდატების რაოდენობა

მიღებული განაცხადების საფუძველზე 4-დან 8 კანდიდატამდე იქნება მოწვეული აღნიშნული კონტრაქტისთვის დეტალური წინადადებების წარმოსადგენად. თუ შესარჩევი კრიტერიუმების მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი კანდიდატების რიცხვი 4-ზე ნაკლებია, ხელშეკრულების გამფორმებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციამ შეიძლება ის კანდიდატები მოიწვიოს, ვინც სატენდერო წინადადების წარმოდგენის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.  

მოკლე-სიაში მოხვედრის კრიტერიუმები

კანდიდატის ტექნიკური შესაძლებლობები:

·         ზოგადი გამოცდილება: შესაბამის სფეროში მუშაოების მინიმუმ 15 წლიანი გამოცდილება  შესაბამისი  აკადემიური განათლებითა და მომზადებით;

·         ადექვატურობა სამუშაოს შესასრულებლად: მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ თანამდებობაზე ანალოგიურ სამუშაოზე.

 

შესარჩევი კრიტერიუმები:

შეფასება განხორციელდება წარმოდგენილი CV-ების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. თითოეული ექსპერტი ორი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდება:  

 

(i)     პროექტთან დაკავშირებული გამოცდილება შესაბამისი განხორციელებული პროექტების რაოდენობის  (80%) საფუძველზე და

(ii)   გამოცდილება რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი)(20%).

 

დაინტერესებულ ცალკეულ კონსულტანტებს  დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესყიდვების განყოფილებაში ქვემოთ მოყვანილ მისამართზე 10:00-დან 18:00 საათამდე.  ტელეფონი:  (+99532) 243 70 01, შიდა ნომერი 409, ქალბატონი ნატა პეიტრიშვილი,  შესყიდვების სპეციალისტი.

 

ინტერესის გამოხატვა CV-სთან უნდა ჩაბარდეს ქვემოთ მოყვანილ მისამართზე არა უგვიანეს  18:00  28 ივლისი, 2014 (თბილისის დრო).

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის

აღმასრულებელი დირექტორი ბატ. გიორგი სომხიშვილი
საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი # 150,
ტელ.: +99532 2437001 ან/02/03/04

ფაქსი: +99532 2437077;

E-mail: procurement@mdf.org.ge