სიახლეები/განცხადებები   ქ. წყალტუბოში თეატრის და გამგეობის შენობების რეაბილიტაცია
27.05.2014

1580

 

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი II

ქ. წყალტუბოში თეატრის და გამგეობის შენობების რეაბილიტაცია

სესხის ნომერი: 5178-GE

კონტრაქტის/ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/15-2014 

 

1.      საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის:  ქ.წყალტუბოში თეატრის და გამგეობის შენობების რეაბილიტაცია 

პროექტით გათვალისწინებულია: ქ. წყალტუბოს ცენტრალურ ნაწილში არსებული გამგეობის შენობის ფასადების და ინტერიერის და ასევე თეატრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია.

ძირითადი სამშენებლო სამუშაოების მოცულობები:    

1.      მონოლითური ბეტონის და რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობა -132.89 მ3;

2.      ლითონის კონსტრუქციების მოწყობა - 7.25 ტ;

3.      სახურავის მოწყობა მეტალოკრამიტის  ფურცლებით - 400.00 მ2;

4.      სახურავის ფენილის შეკეთება -1,200.00 მ2;

5.      კედლების ლესვა ქვიშა ცემენტის ხსნარით - 1,213.54 მ2;

6.      ფასადების რელიეფური ლესვა (ე.წ. „მიუნხენური“) - 1,488.00 მ2;

7.      ბუნებრივი ქვით მოსაპირკეთებელი სამუშაოები - 779.85 მ2;

8.      იატაკების მოწყობა კერამიკული და ხელოვნური გრანიტის ფილებით  - 635.25 2;

9.      პარაპეტის მოპირკეთება აკვაპანელით - 665.00 მ2;

10.  ჭერის მოწყობა არმსტრონგის და მუყაოთაბაშირის ფილებით - 1,611.00 მ2;

11.  სპეციფიური მაღალი ხარისხის ხის მასალით კარის მოწყობის სამუშაოები - 184.11 მ2;

12.  იატაკის მოწყობა ლამინირებული პარკეტით - 374.80 მ2;

13.  მეტალოპლასმასის ფანჯრის ბლოკების მოწყობა (ხის ფაქტურის იმიტაციით, მინაპაკეტი 4/6მმ) - 178.08 მ2;

14.  გრანიტის ბორდიურის მოწყობა - 210.00 მ;

15.  მდფ-ის კარის ბლოკის მოწყობა - 156.42 მ2;

16.  მუქი ნაცრისფერი ყრუ ალუმინის  ვიტრაჟების მონტაჟი , მინაპაკეტით 4/6მმ დაბურული შუშითა და მოწყობილობებით - 230.00 მ2;

სამუშაოების ხანგრძლივობაა 7 (შვიდი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.

სამუშაოების წინასწარი ღირებულება შეადგენს 1,335,624,64 ლარს ყველა სახის გადასახადის და სახელმწიფო მოსაკრებელის ჩათვლით, როგორც ეს წარმოდგენილია იტმ-14.7 ქვეთავში. თუმცა, ტენდერში მონაწილის პასუხმისმგებლობაა წარმოდგენილი სატენდერო ფასი, რომელიც შესაძლებელია იყოს წინასწარ ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი, შეესაბამებოდეს ადგილობრივ საბაზრო ფასებს და აგრეთვე გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელთაც შეიძლება გავლენა იქონიონ წარმოდგენილი სამუშაოების ჩატარების ღირებულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 3,500,000 ლარის ექვივალენტი;

ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 550,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

გ) ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში კონკურსანტს წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი,  როგორც კონტრაქტორის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით არანაკლებ 1,000,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, ან 3 (სამი) ან ნაკლები კონტრაქტი, თითოეული არანაკლებ 340,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, მაგრამ ჯამურად არანაკლებ 1,000,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

2.      საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ   ქ. წყალტუბოში თეატრის და გამგეობის შენობების რეაბილიტაცია

3.       კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში" აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. აგრეთვე, გთხოვთ იხილოთ ზემოაღნიშნული მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულების პარაგრაფები 1.6 და 1.7, რომელიც ეხება ინტერსთა კონფლიქტს.

4.       დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

5.       საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენ ინგლისურ ენაზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე:

გადახდის განხორციელება მოხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის . #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის #: GE46BR0000010653180664

სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

6.       საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2014 წლის 23 ივნისის 15:00 საათისა (ადგილობრივი დროით). ელექტრონული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე  ქვემოთ მოცემულ მისამართზე 2014 წლის 23 ივნისს 15:00 საათზე (ადგილობრივი დროით)  იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების  და ნებისმიერი დაინტერესებული პირების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

7.           საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს 27,000 (ოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობის ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტი ოდენობის საკონკურსო წინადადების გარანტია.

8.          ზემოხსენებული მისამართია:

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

-ნი გიორგი სომხიშვილი  აღმასრულებელი დირექტორი

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო

(1)  საკონკურსო დოკუმენტის გაცნობის და განხილვის მიზნით: ოთახი 405, IV სართული;

(2)   საკონკურსო დოკუმენტის წარდგენის ან დაზუსტების მიზნით: ოთახი 301, III სართული (კანცელარია)

(3)   საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: ოთახი 316, III სართული

ტელ: (995 32) 243 70 01/02/03/04

ფაქსი: (995 32) 243 70 77

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი