სიახლეები/განცხადებები   უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
05.08.2014

1661

 

მუნიციპალური განვითარების ფონდი

 

მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე

 

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი II

 

უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

სესხის ნომერი: 5178-GE

კონტრაქტის/ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/09-2014

 

 

1.      საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

 

  1. პროექტით გათვალისწინებულია: უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემის მოწყობა

 

    სამუშაოების მოცულობები:    

  • მონოლითური რკ.ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა-65.49 m3;
  • არმატურა სხვადასხვა-2.32 ტნ;
  • სახურავის საფარის მოწყობა კრამიტით-75 მ2;
  • სახურავის და ტერასის ხის კონსტრუქციების მოწყობა-10,1 m3;
  • ლითონის კონსტრუქციების მოწყობა-0,05 ტნ;
  • იატაკების მოწყობა მეტლახის და კერამოგრანიტის ფილებით-46 m2;
  • იატაკის მოწყობა ფლეთილი კურსების გრანიტით-104.85 m2;
  • კედლების მოწყობა ყორე ქვით-2  მ3;
  • კედლების მოპირკეთება კერამიკული ფილებით-79,5 მ2;
  • კედლების წყობა და მოპირკეთება ყორე ქვით-46 m3;
  • ტერიტორიის მოკირწყვლა ფლეთილი კურსების გრანიტით-307 მ2;
  • ტერიტორიის მოკირწყვლა  ბეტონის ფილებით-418 მ2;
  • CU კაბელის მოწყობა 4X16; 5X1,5;  3X2,5; 3X1,5,  მმ2-980 მ;
  • წყლის ტუმბო Q=1,5 3/სთ H=30მ-1  კომპ;
  • კანალიზაციის რკ. ბეტონის ჭა d=1000მმ-2 ც;
  • ჰორიზონტალური წყალმიღები სისტემის მოწყობა;
  • სატუმბო და საქლორატორო სისტემის მოწყობა;
  • მაღალი წნევის მილების ქსელი სატუმბო და წყალსაცავი სისტემისათვის;
  • წყალსაცავი V = 25 3;
  • მაღალი წნევის მილსადენი წყალსაცავის წყლის მომხმარებელთათვის;
  • მილსადენი d = 63 - 20mm L = 472m;
  • საკანალიზაციო კოლექტორი - d = 150 - 50mm L ≈ 300m;
  • საკანალიზაციო ქსელის და ჭების მოწყობა;
  • ფეკალური კანალიზაცისს გამწმენდი, წარმადობით- / 2 m³/24 სთ

სამუშაოების ხანგრძლივობაა 10 (ათი) თვე სამუშაოების დაწყებიდან.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 970,000 ლარის ექვივალენტი;

 

ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 200,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

გ) ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში კონკურსანტს წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მოწყობის და

წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემის მოწყობის, როგორც კონტრაქტორის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით არანაკლებ 500,000  ლარის ექვივალენტის ღირებულებით, ან 2 (ორი) ან ნაკლები კონტრაქტი (აღნიშნული ხასიათის), თითოეული არანაკლებ 250,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, მაგრამ ჯამურად არანაკლებ 500,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

2.      საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიცირებულ კონკურსის მონაწილეებს განახორციელონ უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

3.       კონკურსი ჩატარდება მსოფლიო ბანკის მიერ 2011 წლის იანვარში გამოცემული  „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებით განხორციელებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებაში" აღწერილი ეროვნული საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უფლებამოსილ მონაწილეს, სახელმძღვანელო დებულებაში მოცემული განსაზღვრების შესაბამისად. აგრეთვე, გთხოვთ იხილოთ ზემოაღნიშნული მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელო დებულების პარაგრაფები 1.6 და 1.7, რომელიც ეხება ინტერსთა კონფლიქტს.

 

4.       დაინტერესებულ უფლებამოსილ კონკურსის მონაწილეებს დამატებითი ინფორმაციის მიღება და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ სამუშაო დღეებში 10:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე.

 

5.       საკონკურსო დოკუმენტაციის სრული კომპლექტის შეძენ ინგლისურ ენაზე, შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილობითი განაცხადის წარდგენისა და არაანაზღაურებადი 200 ან 350 ლარის (საკურიერო მომსახურების ჩათვლით) ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში მისი ექვივალენტის გადახდის შემდეგ. გადახდა ხორციელდება თანხის გადარიცხვით ან ნაღდი ფულის შეტანით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ საბანკო ანაგარიშზე:

 

გადახდის განხორციელება მოხდება ქვემოთ მოცემულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით:

მოსარგებლე ბანკი: სს ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი

ბანკის მისამართი: გრიგოლ აბაშიძის . #2, 0179, თბილისი, საქართველო

ბანკის კოდი: REPLGE22

მოსარგებლე: საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი; საიდენტიფიკაციო კოდი: 206 074 193

ლარის/აშშ დოლარის/ევროს(მულტი-სავალუტო)ანგარიშის #: GE46BR0000010653180664

 

მოთხოვნის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნება საერთაშორისო კურიერული სამსახურის მეშვეობით. ამ შემთხვევაში შემსყიდველი არ აგებს პასუხს ამანათის დაკარგვაზე ან გვიან მიწოდებაზე.

6.      საკონკურსო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მითითებულ მისამართზე, არაუგვიანეს 2014 წლის 10 სექტემბერი 15:00 საათისა (ადგილობრივი დროით). ელექტრონული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება მათი მიღების დასრულების ვადის ამოწურვისთანავე  ქვემოთ მოცემულ მისამართზე 2014 წლის 10 სექტემბერს  15:00 საათზე (ადგილობრივი დროით)  იმ კონკურსის მონაწილეთა წარმომადგენლების  და ნებისმიერი დაინტერესებული პირების თანდასწრებით, რომლებიც მოისურვებენ დასწრებას.

7.           საკონკურსო წინადადებას თან უნდა ახლდეს სატენდერო წინადადების საგარანტიო დეკლარაცია ვადით: 5 (ხუთი) წელი სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან.

 

8.          ზემოხსენებული მისამართია:

 

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

-ნი ილია დარჩიაშვილი  აღმასრულებელი დირექტორის მ/შ

მისამართი: . აღმაშენებლის გამზ. #150, თბილისი 0112, საქართველო

(1)  საკონკურსო დოკუმენტის გაცნობის და განხილვის მიზნით: ოთახი 405, IV სართული;

(2)   საკონკურსო დოკუმენტის წარდგენის ან დაზუსტების მიზნით: ოთახი 301, III სართული (კანცელარია)

(3)   საკონკურსო წინადადებების გახსნის მიზნით: ოთახი 316, III სართული

ტელ: (995 32) 243 70 01/02/03/04

ფაქსი: (995 32) 243 70 77

ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge

ვებ-გვერდი: www.mdf.org.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი