სიახლეები/განცხადებები   უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
26.08.2014

1702

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 

 

საკონკურსო ვაჭრობაზე მოწვევის განცხადების ცვლილება

 

საქართველო

რეგიონალური განვითარების პროექტი II

 

უბისის მონასტრის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა

კონტრაქტის/ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/09-2014

 

1 პარაგრაფში მითითებულ სამუშაოების მოცულობებს დაემატოს:

  • გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით - 580 მ;

 

1 პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შორის არის, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ა) კონკურსანტის საშუალო წლიური ბრუნვა დაანგარიშებული მიმდინარე ან დასრულებული კონტრაქტების ერთობლივი დადასტურებული გადახდებიდან, ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში უნდა იყოს არანაკლებ 1,600,000 ლარის ექვივალენტი;

 

ბ) კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის ან არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, როგორიცაა ლიკვიდური აქტივები, დაუგირავებელი უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური რესურსები, გარდა სხვა საკონტრაქტო საავანსო თანხებისა, მინიმუმ 350,000 ლარის ექვივალენტის ოდენობით;

გ) ბოლო სამი (3) წლის განმავლობაში კონკურსანტს წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული მინიმუმ ერთი (1) მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მოწყობის და წყალმომარაგება კანალიზაციის სისტემის მოწყობის, როგორც კონტრაქტორის, მმართველი კონტრაქტორის, ან ქვეკონტრაქტორის სახით არანაკლებ 800,000  ლარის ექვივალენტის ღირებულებით, ან 2 (ორი) ან ნაკლები კონტრაქტი (აღნიშნული ხასიათის), თითოეული არანაკლებ 400,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით, მაგრამ ჯამურად არანაკლებ 800,000 ლარის ექვივალენტის ღირებულებით.

 

განცხადების დანარჩენი ტექსტი რჩება უცვლელი.