სიახლეები/განცხადებები   ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა
13.02.2015
       
 
მოწვევა ინტერესის გამოხატვის შესახებ აუდიტორული მომსახურების გასაწევად „საქართველოს ურბანული გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ პროექტი 1 და პროექტი 2-ის ფინანსური აუდიტისთვის 2014 წლის 31 დეკემბრისთვის (ასევე,  შემდგომი წლების ფინანსური აუდიტი 2018 წლის 31 დეკემბრამდე,  წინასწარი შეთანხმების საფუძველზე)
ქვეყანა/სესხის მიმღები: საქართველო
პროექტი: ურბანული მომსახურების  გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა
განმახორციელებელი უწყება: საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
პროექტის N 43405
 
პროექტის მოკლე აღწერა
საქართველომ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან საქართველოს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამის განსახორციელებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებულ იქნება  აუდიტორული მომსახურების დასაფინანსებლად „საქართველოს ურბანული გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ პროექტი 1 და პროექტი 2-ის 2014 წლის ფინანსური აუდიტისთვის (და ასევე, შემდგომის ფინანსური წლების აუდიტისთვის 2018 წლამდე წინასწარი შეთანხმების საფუძველზე).
 
წყალმომარაგების კომპანია იწვევს უფლებამოსილ საერთაშორისო უფლებამოსლ კონსულტანტებს ზემოაღნიშნული მომსახურების თაობაზე ინტერესის გამოსახატავად.
აუდიტორული ფირმას (შემდგომში „კონსულტანტი“) უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება საქართველოში მუშაობის და შესაძლებლობა მოთხოვნილი აუდიტორული სტანდარტების გამოყენების. კონსულტანტს უნდა ჰყავდეს შესაბამისი ექსპერტები სათანადო პროფესიული კვალიფიკაციით და გამოცდილებით, მათ შორის წინადმებარე დავალების მსგავს პროექტებში, სადაც განხორციელებული ექნებათ ანალოგიური აუდიტორული მომსახურება. კონსულტანტი უნდა იყოს აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნიდან.
საკონსულტაციო კომპანიების შერჩევა განხორციელდება უდაბლესი ფასით შერჩევის მეთოდის (Least Cost Selection, LCS) პროცედურების შესაბამისად, რომელიც აღწერილია აზიის განვითარების ბანკის სახელმძღვანელოში საკონსულტაციო მომსახურების შესახებ (2013 წლის მარტის თვის გამოცემა) Guidelines on the Use of Consultants by Asian Development Bank and its Borrowers. კონსულტანტების მოკლე სიაში (shortlist) შესულ კომპანიებს მოეთხოვებათ ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარმოდგენა.
დაინტერესებულ კონსულტანტებმა ინტერესი უნდა გამოხატონ ADB-ის სტანდარტული შაბლონის ფორმატში, რომელიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: http://www.adb.org/site/business-opportunities/operational-procurement/consulting/documents
განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს აზიის განვითარების ბანკის შესაბამის ვებ-მისამართზე, ე.წ. კონსულტანტების მართვის სისტემის მეშვეობით (Consultant Management System (CMS)), www.csrn.adb.org. ან, წარმოადგინოს მყარი ვერსია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათაო ოფისში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია  10:00–19:00 ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს 2015 წლის 16 მარტის 18:00 საათამდე, ზემოთ მოცემულ მისამართზე ელექტრონულ ფორმატით ატვირთვის მეშვეობით ან მოტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე:
            საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
            მარიამ შალამბერიძე და/ან
            ია მაზანიშვილი, (m.shalamberidze@water.gov.ge;  i.mazanishvili@water.gov.ge;)
            მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. N76
            თბილისი, საქართველო, 0186
            ტელ: (995 32) 291–90–60
            ვებ–გვერდი: www.water.gov.ge