5. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, პრეტენდენტები უნდა დაუკავშირდნენ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ შემდეგ მისამართზე, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე სამუშაო დღეებში:
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“
0186, ვაჟა-ფშაველას გამზირი 76
ბ, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: (995 32) 291 90 60
ელექტრონული ფოსტის მისამართი: m.
shalamberidze@water.gov.ge,
i.mazanishvili@water.gov.ge
6. სატენდერო დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შესაძენად, უფლებამოსილმა პრეტენდენტებმა უნდა უზრუნველყონ:
·ქ. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის (ნომერი:
P43405-ICB-ZUG-01) მოთხოვნის შესახებ წერილის გამოგზავნა ზემოაღნიშნულ მისამართზე;
·350 აშშ დოლარის ან 700 ლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მისაღებად ან 500 აშშ დოლარის ან 1000 ლარის ოდენობის აუნაზღაურებელი გადასახადის გადახდა, დოკუმენტაციის კურიერის მეშვეობით მიღების შემთხვევაში.
ელექტრონული გადარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
სს ლიბერთი ბანკი, ცენტრალური ფილიალი
SWIFT კოდი: LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE67LB0113123325230095 GEL; GE40LB0113123325230096 USD
სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ელექტრონული გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის და მოთხოვნის წერილის წარმოდგენის შემდეგ. ალტერნატივის სახით, წერილობითი მოთხოვნის წარდგენისა და გადასახადის უზრუნვეყლოფის შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურიერის მეშვეობით გაუგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას დაინტერესებულ პრეტენდენტებს. სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა დაბეჭდილი ფორმატით (ელექტორნული ვერსიის გაცემაც მოხდება, თუმცა ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებს შორის არსებული შეუსაბამოების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ბეჭდურ ვერსიას).
7. წარმოადგინეთ თქვენი სატენდერო წინადადება:
·ზემოაღნიშნულ მისამართზე
·
2015 წლის 29 მაისი, 15:00 საათზე (ადგილობრივი დროით) ან უფრო ადრე
·სატენდერო დოკუმენტაციით (მე-2 სექცია 19.1 ქვე-მუხლის შესაბამისად) მოთხოვნილი წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიასთან ერთად.
სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება უშუალოდ მათი მიღების ბოლო ვადის დასრულებისთანავე, პრეტენდენტის მიერ შერჩეული წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლებიც გადაწყვეტენ დასწრებას.