სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „მთის წყარო“
15.09.2021
  
 

 

 

საჯარო შეტყობინება – შპს „მთის წყარო“ 

 

შპს „მთის წყარო“

ს/ნ: 404409314

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 26 აგვისტოს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ 2021 წლის 26 აგვისტოს № 11/4141 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 6783), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „მთის წყაროს“ (ს/ნ: 404409314) მიერ SPA200001989 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 8 სექტემბრის № 157 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge