სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში ფუნქციონირებს სამი სასწავლო აუდიტორია, 56 მსმენელისათვის.
აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკით.
პირველი აუდიტორია (თეთრი აუდიტორია) გათვლილია  16 მსმენელზე.
მეორე აუდიტორია (მწვანე აუდიტორია) გათვლილია 20  მსმენელზე.
მესამე აუდიტორია (ნარინჯისფერი აუდიტორია) გათვლილია 20  მსმენელზე.
აქვეა, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი, 30 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და კომფორტულად მოწყობილი მოლაპარაკებების ოთახი. 
სასწავლო ცენტრის სივრცეში, გამოყოფილია ადგილები ყავა შესვენებისა და სადილისთვის.