სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „ერ თი ემ“
18.01.2022
  
 

 

 

საჯარო შეტყობინება – შპს „ერ თი ემ“

 

შპს „ერ თი ემ“

ს/ნ: 405278202

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2021 წლის 13 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის“ 2021 წლის 10 დეკემბრის №MES5210001352312 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №9757), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ერ თი ემ“-ის (ს/ ნ: 405278202) მიერ NAT210010727 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2021 წლის 1 ივლისის № 69 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე. 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge