სიხლეები   მომხმარებელთა საყურადღებოდ !
21.11.2019
  
 
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა (www.procurement.gov.ge) და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამო, 2019 წლის 20 ნოემბერს, გარკვეული დროით, შეუძლებელი გახდა ამავე სისტემებით სარგებლობა. აღნიშნული მიზეზით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულმა მომხმარებლებმა, შესაძლოა, გაუშვეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და საპატიო მიზეზით გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 ნოემბრის №4548 განკარგულება.
გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი და იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად.

მიბმული ფაილი