სიხლეები   საჯარო შეტყობინება – შპს „საბლაიმ“
05.07.2019
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „საბლაიმ“

შპს „საბლაიმ“ ს/ნ: 404487220

ახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 12 და 17 ივნისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 2019 წლის 12 ივნისის № 01/177650 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 6254) და 2019 წლის 17 ივნისის № 01/182068 დაზუსტებული წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №6446), რომლებითაც სააგენტოს ეცნობა SPA190002220 ელექტრონული ტენდერიდან პრეტენდენტის – შპს „საბლაიმის“ (ს/ნ: 404487220) დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.