სიხლეები   სისტემის მომხმარებელთა საყურადღებოთ!
20.02.2023
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემასა (www.procurement.gov.ge) და დოკუმენტბრუნვის ელექტრონული მართვის სისტემაში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამო, 2023 წლის 17 თებერვალს, გარკვეული დროით, შეუძლებელი გახდა ამავე სისტემებით სარგებლობა. აღნიშნული მიზეზით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულმა მომხმარებლებმა, შესაძლოა, გაუშვეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები. ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისა და საპატიო მიზეზით გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2023 წლის 20 თებერვლის №552 განკარგულება. 

 

გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი და იხელმძღვანელოთ ზემოაღნიშნული განკარგულების შესაბამისად.