სიხლეები   სააგენტოს გერმანიის ენერგეტიკული სააგენტოს მისია სტუმრობდა
04.05.2023
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გერმანიის ენერგეტიკული სააგენტოს მისია სტუმრობდა, რომლის მიზანიც საქართველოში ენერგო ეფექტური საჯარო შესყიდვების პრინციპების დანერგვა და გერმანიისა და ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა.

 

პროექტის ფარგლებში შემუშავდება ენერგო ეფექტური საჯარო შესყიდვების შესახებ მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის. 

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) ტყის სექტორის რეფორმის (ECO Georgia ) ფარგლებში. 

 

სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელების მონაწილეობით. სტუმრებმა წარმოადგინეს ენერგო ეფექტური საჯარო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკა, გაიმართა დისკუსიები მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.