სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
08.09.2021
  
 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე, 2021 წლის ოქტომბრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში ანტითრომბოზული საშუალების ჯგუფის პრეპარატის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის მეშვეობით შესყიდვის მიზნით ხორციელდება მონაცემების აგრეგირება.

კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის დაგეგმვისდა შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა, აღნიშნულ მეილზე pharm2021@spa.gov.ge მოგვაწოდოთ შევსებული ცხრილი, იმ ანტითრომბოზული საშუალების ჯგუფის პრეპარატის (CPV 33600000 - ფარმაცევტული პროდუქტები) შესახებ, რომლის შესყიდვასაც გეგმავთ 2021 წლ სახსრებით.

მოგახსენებთ, რომ დაუშვებელია ცხრილში მოცემული მონაცემების ნებისმიერი სახით დაკორექტირება ან/და ინფორმაციის წაშლა! თქვენთვის სასურველი ინფორმაციის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ ველებში, რომლებიც შეფერილია წითლად, ხოლო მონაცემის შეყვანისთანავე, შეიფერება მწვანედ. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ „დამატებითი ინფორმაციის“ სვეტი.

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

+995 32 2 242 248   შიდა: 39

+995 598 380 780 ნინი გამრეკელი