სიხლეები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
21.01.2022
  
 

 

გაცნობებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერები (CON210000889; CON210000890), რომლებშიც გამოვლინდა გამარჯვებული - შპს ვმგ  (ს/კ 402143890) .

 

სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.3. პუნქტის მიხედვით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „შემსყიდველად“ რეგისტრირებული ის მომხმარებლები, რომლებიც მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის N2 დანართში (საოფისე ავეჯის რაოდენობა მისამართების მიხედვით/გეგმა-გრაფიკი), ვალდებულნი არიან 2022 წლის განმავლობაში სხვადასახვა სახის საოფისე ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ზემოაღნიშნული კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციის   10.1.2   პუნქტის   მიხედვით, დანართ N2-ში მითითებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები დაასრულონ არაუგვიანეს 2022 წლის 1 თებერვლისა.

 

2022 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯის კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების გასაფორმებელი ყველა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციების 1.4 პუნქტების შესაბამისად:

 

• მიმწოდებელი არ არის ვალდებული, საქონლის მიწოდება დაიწყოს 2022 წლის 1 მარტამდე.

• ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, შემსყიდველმა და მიმწოდებელმა უნდა განსაზღვრონ საქონლის მიწოდების დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი.

• შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია (მიუხედავად იმისა ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების გეგმა-გრაფიკი განიცდის თუ არა ცვლილებას) არანაკლებ 40 (ორმოცი) კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს მიმწოდებელს (შეკვეთა განახორციელოს წერილობითი) ყოველ ჯერზე მისაწოდებელი საქონლის შესახებ (ავეჯის დასახელება/ნახაზი, რაოდენობა და მიწოდების თარიღი), რომლის მიწოდებაც ესაჭიროება კონკრეტულ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი წერილობით არ განახორციელებს დაკვეთას ამ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, მიმწოდებელი უფლებამოსილია დაკვეთა არ ჩათვალოს მიღებულად და არ განახორციელოს საქონლის მიწოდება. აღნიშნული პირობის დაცვა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ორივე მხარისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქონლის დაგვიანებული ან ნაადრევი მიწოდება, რაც თავისთავად იწვევს ავეჯის დასაწყობებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი საკუთარი მიზეზით ვერ ახრეხებს ავეჯის მიღებას დათქმულ დროს, დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას, თუ ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული.