სიხლეები   სპეციალიზებული ონლაინ კურსები დაიწყო
25.01.2022
  
 

 

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით ამავე უწყების სასაწავლო ცენტრი აგრძელებს ონლაინ ტრენინგებს განახლებული ფორმატით 2022 წლის იანვრიდან, სახელმწიფო უწყებების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული იურიდიული პირების (სსიპ - ები, ააიპ-ების, შპს-ებისა და სხვ.) საჯარო შესყიდვების სფეროთი დაინტერესებული  სპეციალისტებისათვის.

 

თითოეულ სამუშაო კვირაში შემოთავაზებულია 4 სპეციალიზებული კურსი:

 

1. სახელმწიფო შესყიდვები: არსებული რისკები და დამკვიდრებული პრაქტიკა;

 

2. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და სააგენტოს რეკომენდაციები;

 

3. გამარტივებული შესყიდვები: ჩამოყალიბებული პრაქტიკა, გამოწვევები, სასარგებლო რჩევები, სააგენტოს რეკომენდაციები;

 

4. ელექტრონულ სისტემაში ჩაშენებული შესყიდვის მეთოდების/პროცედურების აღწერა და შედარებითი ანალიზი.

 

თითოეული მათგანი გაგრძელდება 1 - 2 სამუშაო დღე, ყოველ დღე 11:00 საათიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ოთხივე, ასევე შერჩეულ რომელიმე ერთ მათ მიერ შერჩეულ კურსზე. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უკვე სერთიფიცირებულ და არასერთიფიცირებულ შესყიდვების სპეციალისტებს.