სიხლეები   საჯარო შეტყობინება – უცხოური საწარმოს ფილიალი „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia“
13.04.2022
  
 

 უცხოური საწარმოს ფილიალი „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia“

 

ს/ნ: 400097499

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2022 წლის 1 მარტს წარმოდგენილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 1 მარტის №84-8422060127 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №1776), რომლითაც სააგენტოს ეცნობა უცხოური საწარმოს ფილიალის „ინშაათ საქართველო Inshaat Georgia“-ს (ს/ნ: 400097499) მიერ NAT200013012 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2020 წლის 12 ოქტომბრის №214 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

 

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.