სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080196375078916
 
# 1360 03 / მაისი / 2016 წ.
 
 
 შპს „ელ ჯორჯიას“ თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 13 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „ელ ჯორჯიას“ (ს/კ: 406042036) 2016 წლის 13 აპრილის №04/06 მომართვა (რეგისტრაციის №3203), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში დარეგისტრირება. 2016 წლის 27 აპრილს შპს „ელ ჯორჯიამ“ წარმოადგინა 2016 წლის 27 აპრილის №04/23 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №3648), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის №1930 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლით და დაადგინა:

1. შპს „ელ ჯორჯია“ (ს/კ: 406042036) 2016 წლის 4 მაისს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე