სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080196948224615
 
# 393 19 / მაისი / 2015 წ.
 
 
 შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“-ის თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ
 

”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 26მუხლის საფუძველზე:


1. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1“ (ს/კ 217890584) მისი მიმდინარე წლის 04 მაისის N120 წერილის, 14 მაისის N137 წერილისა და მათზე თანდართული დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, 2015 წლის 20 მაისს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში 1 (ერთი) წლის ვადით.
 
2. ამ განკარგულების შესრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.


3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ. №6) კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე