სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080132831126618
 
# 695 05 / მარტი / 2018 წ.
 
 
 სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 8 თებერვალს წარმოდგენილ იქნა სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთის“ (ს/კ: 230028145) 2018 წლის 8 თებერვლის №10 მომართვა (რეგისტრაციის №1307), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ორი და არაუგვიანეს ერთი თვით ადრე, მიმწოდებელს უფლება აქვს, წარადგინოს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მომართვა, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მომართვას წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური ვადის დარღვევით, მას შესაძლოა არ გაუგრძელდეს რეგისტრაციის ვადა. ასეთ შემთხვევაში, მისი მომართვა ჩაითვლება თეთრ სიაში რეგისტრაციის ახალ მოთხოვნად, რომელიც განიხილება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მომართვა სააგენტოში წარმოადგინა 2018 წლის 8 თებერვალს, ხოლო მისი თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურებოდა 2018 წლის 20 თებერვალს. შესაბამისად, სააგენტომ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მიმწოდებლის მომართვა ჩათვალა თეთრ სიაში რეგისტრაციის ახალ მოთხოვნად.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლით და დაადგინა:

1. სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი“ (ს/კ: 230028145) 2018 წლის 6 მარტს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე