სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080197569771718
 
# 511 16 / თებერვალი / 2018 წ.
 
 
 შპს „იმგოს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 29 იანვარს წარმოდგენილ იქნა შპს „იმგოს“ (ს/კ: 404383225) 2018 წლის 29 იანვრის მომართვა (რეგისტრაციის №924), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2018 წლის 8 თებერვალს შპს „იმგომ“ წარმოადგინა 2018 წლის 8 თებერვლის №8.02.18-3 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №1311), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2018 წლის 7 თებერვლის №514 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „იმგოს“ (ს/კ: 404383225) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2018 წლის 28 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „იმგოს“ (ს/კ: 404383225) 2018 წლის 1 მარტიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე