სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080188306768917
 
# 2106 21 / ივლისი / 2017 წ.
 
 
 სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 5 ივლისს წარმოდგენილ იქნა სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიის“ (ს/კ: 202161098) 2017 წლის 5 ივლისის 07/863 მომართვა (რეგისტრაციის №6332), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2017 წლის 12 ივლისს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ წარმოადგინა 2017 წლის 12 ივლისის №07/902 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №6583), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2017 წლის 11 ივლისის №3065 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიის“ (ს/კ: 202161098) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2017 წლის 9 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/კ: 202161098) 2017 წლის 10 აგვისტოდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე