სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080148402161316
 
# 2104 19 / ივლისი / 2016 წ.
 
 
 სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 7 ივლისს წარმოდგენილ იქნა სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/კ: 202161098) 2016 წლის 7 ივლისის №07/876 მომართვა (რეგისტრაციის №5811), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2016 წლის 18 ივლისს სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ წარმოადგინა 2016 წლის 18 ივლისის №07/921 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №6171), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2016 წლის 12 ივლისის №3219 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/კ: 202161098) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2016 წლის 8 აგვისტოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/კ: 202161098) 2016 წლის 9 აგვისტოდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე