სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080134101019417
 
# 1182 13 / აპრილი / 2017 წ.
 
 
 შპს „ელ ჯორჯიის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 31 მარტს წარმოდგენილ იქნა შპს „ელ ჯორჯიის“ (ს/კ: 406042036) 2017 წლის 31 მარტის №03/17 მომართვა (რეგისტრაციის №3286), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2017 წლის 12 აპრილს შპს „ელ ჯორჯიამ“ წარმოადგინა 2017 წლის 12 აპრილის №04/03 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №3675), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის №1608 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „ელ ჯორჯიის“ (ს/კ: 406042036) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2017 წლის 4 მაისს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „ელ ჯორჯიას“ (ს/კ: 406042036) 2017 წლის 5 მაისიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე