სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080124586897318
 
# 1142 26 / აპრილი / 2018 წ.
 
 
 შპს „ელ ჯორჯიის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 5 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „ელ ჯორჯიის“ (ს/ნ: 406042036) 2018 წლის 5 აპრილის №04/05-01 მომართვა (რეგისტრაციის №3147), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2018 წლის 24 აპრილს შპს „ელ ჯორჯიამ“ წარმოადგინა 2018 წლის 24 აპრილის №04/24-01 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №3612), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №1489 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „ელ ჯორჯიის“ (ს/ნ: 406042036) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, იწურება 2018 წლის 7 მაისს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „ელ ჯორჯიას“ (ს/ნ: 406042036) 2018 წლის 8 მაისიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ზაზა ნანობაშვილი