სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080137508624318
 
# 1176 30 / აპრილი / 2018 წ.
 
 
 შპს „მაიჯიპიეს“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 13 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „მაიჯიპიესის“ (ს/ნ: 205216176) 2018 წლის 13 აპრილის №გ1-130418/1 მომართვა (რეგისტრაციის №3314), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2018 წლის 25 აპრილს შპს „მაიჯიპიესმა“ წარმოადგინა 2018 წლის 25 აპრილის №გ51-250418/1 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №3631), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №1558 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „მაიჯიპიესის“ (ს/ნ: 205216176) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2018 წლის 6 ივნისს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „მაიჯიპიესს“ (ს/ნ: 205216176) 2018 წლის 7 ივნისიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე