სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080122423797717
 
# 1408 10 / მაისი / 2017 წ.
 
 
 შპს „მაიჯიპიესის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 25 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „მაიჯიპიესის“ (ს/კ: 205216176) 2017 წლის 25 აპრილის №გ1-250417/1 მომართვა (რეგისტრაციის №3989), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2017 წლის 5 მაისს შპს „მაიჯიპიესმა“ წარმოადგინა 2017 წლის 5 მაისის №გ1-050517/1 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №4342), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2017 წლის 1 მაისის №1941 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „მაიჯიპიესის“ (ს/კ: 205216176) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილების გათვალისწინებით, იწურება 2017 წლის 5 ივნისს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „მაიჯიპიესს“ (ს/კ: 205216176) 2017 წლის 6 ივნისიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე