სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080154542695316
 
# 1412 10 / მაისი / 2016 წ.
 
 
 შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-ის თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 14 აპრილს წარმოდგენილ იქნა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-ის (ს/კ: 217890584) 2016 წლის 14 აპრილის №123 მომართვა (რეგისტრაციის №3256), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2016 წლის 28 აპრილს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-მა წარმოადგინა 2016 წლის 27 აპრილის №137 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №3692), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2016 წლის 20 აპრილის №1920 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-ის (ს/კ: 217890584) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2016 წლის 20 მაისს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“-ს (ს/კ: 217890584) 2016 წლის 21 მაისიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (. თბილისი, . აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე