სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080167294028916
 
# 993 22 / მარტი / 2016 წ.
 
 
 შპს „ხომერიკი და კომპანიის“ თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 1 მარტს წარმოდგენილ იქნა შპს „ხომერიკი და კომპანიის“ (ს/კ: 206345356) 2016 წლის 1 მარტის №03/01 მომართვა (რეგისტრაციის №1801), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება. 2016 წლის 16 მარტს შპს „ხომერიკი და კომპანიამ“ წარმოადგინა 2016 წლის 16 მარტის №03/03 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №2244), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2016 წლის 11 მარტის №1189 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3, მე-4 და მე-7 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

დადგენილია, რომ შპს „ხომერიკი და კომპანიის“ (ს/კ: 206345356) თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა იწურება 2016 წლის 4 აპრილს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად:

1. შპს „ხომერიკი და კომპანიას“ (ს/კ: 206345356) 2016 წლის 5 აპრილიდან გაუგრძელდეს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადა.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე