სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080141058557516
 
# 1655 02 / ივნისი / 2016 წ.
 
 
 შპს „მაიჯიპიესის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 20 მაისს წარმოდგენილ იქნა შპს „მაიჯიპიესის“ (ს/კ: 205216176) 2016 წლის 20 მაისის №გ1-200516/1 მომართვა (რეგისტრაციის №4253), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში დარეგისტრირება. 2016 წლის 27 მაისს შპს „მაიჯიპიესმა“ წარმოადგინა 2016 წლის 27 მაისის №გ1-270516/1 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №4483), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2016 წლის 25 მაისის №2432 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლით და დაადგინა:

1. შპს „მაიჯიპიეს“ (ს/კ: 205216176) 2016 წლის 3 ივნისს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე