სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080116257457518
 
# 100 10 / იანვარი / 2018 წ.
 
 
 შპს „ჯიარჯის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 14 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა შპს „ჯიარჯის“ (ს/კ: 404982480) 2017 წლის 14 დეკემბრის №GRG-გ/წ400 მომართვა (რეგისტრაციის №11371), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში დარეგისტრირება. 2017 წლის 25 დეკემბერს შპს „ჯიარჯიმ“ წარმოადგინა 2017 წლის 25 დეკემბრის №GRG-გ/წ407 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №11684), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2017 წლის 21 დეკემბრის №5388 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვები თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლით და დაადგინა:

1. შპს „ჯიარჯი“ (ს/კ: 404982480) 2018 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე