სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის
  გ   ა   ნ   კ   ა   რ   გ   უ   ლ   ე   ბ   ა

KA080103372575916
 
# 2250 03 / აგვისტო / 2016 წ.
 
 
 შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ თეთრ სიაში დარეგისტრირების შესახებ
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 20 ივლისს წარმოდგენილ იქნა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ (ს/კ: 205140257) 2016 წლის 20 ივლისის №679 მომართვა (რეგისტრაციის №6291), რომლითაც მიმწოდებელმა მოითხოვა თეთრ სიაში დარეგისტრირება. 2016 წლის 28 ივლისს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ წარმოადგინა 2016 წლის 28 ივლისის №704 დაზუსტებული მომართვა (რეგისტრაციის №6538), რომლითაც მიმწოდებელმა გამოასწორა მის მომართვაზე სააგენტოს 2016 წლის 25 ივლისის №3457 წერილით დადგენილი ხარვეზი.

სააგენტომ განიხილა მიმწოდებლის თავდაპირველი და დაზუსტებული მომართვა თანდართული დოკუმენტაციით და მიიჩნევს, რომ იგი აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სააგენტომ იხელმძღვანელა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-6 მუხლით და დაადგინა:

1. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ (ს/კ: 205140257) 2016 წლის 4 აგვისტოს დარეგისტრირდეს თეთრ სიაში.

2. ამ განკარგულების აღსრულება დაევალოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6), კანონმდებლობით დადგენილი წესით.


 

თავმჯდომარე
ლევან რაზმაძე