სიახლეების გამოწერა სიახლეების არქივი

სიახლეები

პირველი დეკემბრიდან სახელწიფო ტენდერები მხოლოდ ერთიანი ელექტრონული სისტემით ჩატარდება
30 ნოემბერი 2010

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მიმდინარე რეფორმის შედეგად, პირველი დეკემბრიდან სახელმწიფო ტენდერები მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ჩატარდება.

სახელმწიფო შესყიდვის ყველა პროცედურა განხორციელდება ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge სადაც ტენდერებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც მიმწოდებლებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

რეფორმის მიზანია სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამარტივება, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების მინიმიზაცია, სახელმწიფო სახსრების გამჭვირვალე ხარჯვის უზრუნველყოფა, შესყიდვების პროცესში კონკურენციის გაზრდა, სატენდერო პროცედურებში სუბიექტური გადაწყვეტილების მაქსიმალურად აღმოფხვრა.

 

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შედეგები:

 

 

 

  • გაუქმდა სატენდერო მოსაკრებელი და 200 ლარის ნაცვლად ტენდერში მონაწილეობის საფასური 50 ლარი გახდა. ამავდროულად მნიშვნელოვნად მცირდება დროის, მატერიალური რესურსებისა და სხვა ლოჯისტიკური ხარჯები. შედეგად, აღმოიფხვრება ტენდერში მონაწილე კომპანიების (განსაკუთრებით რეგიონებში) გეოგრაფიულ უთანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • სატენდერო წინადადებების წარდგენისას აღარაა სავალდებულო ყველა მონაწილის მიერ სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან (საგადასახადო ორგანოები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სასამართლო და სხვ.) შესაბამისი ცნობების წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება ექნება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელთანაც უნდა დაიდოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
  • პრეტენდენტების შეფასება ხდება მხოლოდ ობიექტური და თვლადი კრიტერიუმით - ფასის მიხედვით, სხვა კრიტერიუმები (ხარისხი, მიწოდების ვადა, გამოცდილება და სხვა) უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მიერ წინასწარ დადგენილ მოთხოვნებს.
  • ხდება ელექტრონული ტენდერის ჩატარების მინიმალური სავალდებულო ზღვარის სულ ცოტა 20-ჯერ დაწევა, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში.
  • იქმნება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველი საბჭო, რომლის მეშვეობით მოხდება სამოქალაქო საზოგადოების პარიტეტული ჩართვა შესყიდვებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში.