ბაზრის კვლევა   სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აცხადებს ბაზრის კვლევას
17.05.2022
  
 

 

 

სსიპ-დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების შესახებ

 

სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით, იძულებით გადაადგილებული 2127 ოჯახისთვის, ქ. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.19.19.009.037) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით საჭირო განაშენიანების დეტალური გეგმის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას.

 

სრული მომსახურების ხანგრძლივობის საორიენტაციო ვადა შეადგენს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 095 (ერთი ათას ოთხმოცდათხუთმეტი)  კალენდარულ  დღეს.

 

გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში.

 

მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 15%-მდე ოდენობით, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტიდან წარმოდგენილი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის საფუძველზე.

 

ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, შემდეგი გარემოების გათვალისწინებით: პროექტის დასაფინანსებლად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების პერიოდში, 2022-2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი იქნება მთლიანი ღირებულების 70%-ის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 30/%-ის დაფინანსება გათვალისწინებული იქნება მომდევნო, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით.

 

ანგარიშსწორება არარეზიდენტ პირთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით აშშ დოლარში, თუ ,,მიმწოდებელი’’ საქართველოს რეზიდენტი პირია, ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

 

,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია შესრულებული სამუშაოს მოცულობების დადგენის მიზნით, შუალედური მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებამდე ,,შემსყიდველს“ წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. საექსპერტო მომსახურების ღირებულებას ,,მიმწოდებელი“ აანაზღაურებს  საკუთარი ხარჯებით.

 

სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, საბოლოო ანგარიშსწორებისას განხორციელდება ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება, რომელიც ,,მიმწოდებელს’’ დაუბრუნდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის (საგარანტიო) პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 1 წელი) დასრულების შემდეგ.

 

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია:

 

ა) 2017 წლის 01 იანვრიდან - 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განხორციელებული არანაკლებ IV კლასის საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების მშენებლობის  შესახებ დანართის  შესაბამისად. 

 

ბ) საბანკო დაწესებულებების მიერ დაინტერესებულ პირზე დამტკიცებული საკრედიტო ხაზ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, თანდართული PDF და Excel-ის ფაილების გათვალისწინებით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2022 წლის 27 მაისის 13:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული ცხრილი და ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე, PDF ფაილის სახით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (მის.:ქ. თბილისი, თამარაშვილის 15 ა) მატერიალური (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე:  info@idp.gov.ge

  

საკონტაქტო პირი:

მაიკო მიქაია

სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი

ტელ.: 599 03 54 34

 

დანართები:

1. ფასების ცხრილი, დანართი N1;

2. ინფორმაცია გამოცდილების თაობაზე, დანართი N2;

3. შენობების ზოგადი და კონკრეტული ფუნქციონალური ზონები, დანართი N3. 

 

 

მიბმული ფაილები