გერმანული განვითარების ბანკ KFW-ს და გერმანიის ფინანსური თანამეგობრობის მხარდაჭერით ხორციელდება "მდგრადი ურბანული მობილობის" პროექტი, რომლის ფარგლებში გერმანიის ვაჭრობისა და ინვესტიციების ელექტრონულ სატენდერო პორტალზე გამოცხადა პრეკვალიფიკაციური ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების მოძიებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკონსულტაციო მომსახურების პრეკვალიფიკაციური ტენდერის მიზანია პროექტის განხორციელება და თანმხლები ღონისძიებების გატარება, რომელშიც იგულისხმება იმპლემენტაციის შემდგომ ინფრასტრუქტურის მდგრადი ოპერირების მხარდაჭერა და სამუშაო პროცესების გამართვა, რომელიც უკავშირდება ახლად შეძენილ ტექნიკას და პროგრამულ უზრუნველყოფას.
პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება დაახლოებით 57,06 მილიონი ევროა. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის კლიმატისა და ტექნოლოგიების ინიციატივის (DKTI) ფარგლებში. შესაბამისად, სათბურის გაზების შემცირება (GHG) არის პროექტის მთავარი მიზანი, პროექტის დაგეგმვა და შემუშავება ეხმიანება სათბური გაზების GHG მაქსიმალური შემცირებისთვის, ასევე გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი და ანგარიშგება აღნიშნული პროექტის განუყოფელი ამოცანებია.
პროექტის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
· არსებული გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS) განვითარება
· ეკოლოგიურად მეგობრული სატრანსპორტო რეჟიმების გაფართოება (საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოგადაადგილება და საფეხმავლო ქსელი) და" მწვანე ურბანული დიზაინისა და მობილობის " დერეფნების შემუშავება.
საკონსულტაციო მომსახურებაში შედეგის შემდეგი ამოცანები:
კონსულტანტის ამოცანაა დამსაქმებლის მხარდაჭერა პროექტის მომზადებისა და განხორციელების დროს. ეს უნდა შეიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს:
1. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების კრიტიკული მიმოხილვა და შემოთავაზებული საინვესტიციო გეგმის განახლება.
2. შერჩეული ღონისძიებების დეტალური დაგეგმვა და დიზაინი.
3. შესყიდვა (ტენდერის მომზადება და შესრულება).
4. დამსაქმებლის მხარდაჭერა პროექტის განხორციელების დროს, მათ შორის სამშენებლო ზედამხედველობა.
5. შესაძლებლობების განვითარება და ტრენინგები.
6. დაინტერესებულ მხარეთა/საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა.
7. თანმხლები ღონისძიებების მომზადება და განხორციელება
თანმხლები ღონისძიებები მიზნად ისახავს იმპლემენტირებული ინფრასტრუქტურის მდგრად ოპერირებას, განსაკუთრებით გონიერი სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით. ღონისძიებები მიზნად უნდა ისახავდეს პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და სამუშაო პროცესებისა და პასუხისმგებლობების ორგანიზაციულ ადაპტაციას.
ზემოთ ნახსენები ტენდერი მოცემული პუნქტებით გამოცხადდა ამა წლის 2 მაისს, ხოლო დასრულება ნავარაუდებია 2 ივნისს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ტენდერი მიმდიანრეობს გერმანულ სატენდერო პლატფორმაზე.
მსურველებს შესაძლებლობა გექნებათ გაეცნოთ აღნიშნული ტენდერის ზოგად ინფორმაციას, ხოლო მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში მოცემულა ვებ-ბმული რომელითაც შეძლებთ გერმანიის ვაჭრობისა და ინვესტიციების ელექტრონულ სატენდერო პორტალზე გადასვლას და მასში მონაწილეობის მიღებას.
ვებ-პორტალის ელექტრონული ბმული:
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ:
ალექსანდრე თარგამაძე
ტელ: 592 91 97 98;
მის: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7.