მოწვევა ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღების თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აცხადებს ბაზრის კვლევას
კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის მიზნით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესებისა და პირობების შესაბამისად გეგმავს კომპიუტერული ტექნიკის (პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, UPS) შესყიდვას.
გთხოვთ, შესასყიდი საქონელის სპეციფიკაციები და სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად მიმწოდებლისათვის განსაზღვრული მოთხოვნები იხილოთ თანდართულ ფაილში და წარმოადგინოთ წინადადება ფაილიში მითითებული ფასების ცხრილის ფორმატის შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 24 ივნისი.
გთხოვთ, წინადადებები მოგვაწოდოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ttoriashvili@moh.gov.ge და khamilakhvari@moh.gov.ge - სათაურით (subject line) წინადადება - ბაზრის კვლევა კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვის მიზნით.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვის!
საკონტაქტო ინფორმაცია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:
ხატია ამილახვარი - შესყიდვების კონულტანტი.
ტელ: 032 2 51 00 26 (შიდა - 05 06)
მიბმული ფაილები